სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება:  წრიული  დიაგრამა

პროექტის  მთავარი  თემა: ლოგიკური  მსჯელობის,  კრიტიკული  აზროვნების,                                                                                                                                           დასაბუთების  უნარის  განვითარება.

პროექტის  აქტუალობა:
შევამოწმოთ  რომ ბავშვებს  შეუძლიათ 
.    მოპოვებული  ინფორმაციის  წარმოდგენა  წრიული  დიაგრამის  სახით.
.    წრიული  დიაგრამის  ანალიზი  და    ინტერპრეტაცია.
.    დიაგრამის  მიერ  მიპოვებული   მონაცემების  საფუძველზე  ვარაუდის  გამოთქმა.
.    იმ  ინფორმაციის  კრიტიკული  შეფასება,  რომელსაც  შეიცავს  დიაგრამა.

პროექტის  მიზნები: მოსწავლეებმა  განავითარონ  თვისებრივ  და  რაოდენობრივ  მონაცენთა  ინტერპრეტაციისა  და  ელემენტარული  ანალიზის  უნარჩვევები.

მონაწილეთა  ასაკი: 10-11წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე.

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება შეიქმნას:
შეგროვებული მონაცემების მიხედვით დიაგრამების და ცხრილების შედგენა.

პროექტისთვის  საჭირო   რესურსები:  სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  წრიული  დიაგრამის   სახით   წარმოდგენილი   მონაცემები.

პროექტის   მსვლელობა:
აქტივობა  1 . თემის  შერჩევა  და  შესაბამისი   სეკითხვების  ჩამოყალიბება.

აქტივობა  2.  თითოეული  მოსწავლისადმი  დავალების  მიცემა: როგორ  ატარებენ  თავისუფალ  დროს.

  აქტივობა  3. პროექტის  მომზადებისთვის  საჭირო  რესურსის  განსაზღვრა.

  აქტივობა  4.პროექტის  მომზადება-აქტივობების  განხორციელება.

  აქტივობა  5. შედეგების  შემოწმება.

   აქტივობა  6.  პროექტის  პრეზენტაცია.

კომპიუტერზე  თამაში
ტელევიზორის  ყურება
წიგნის  კითხვა
გასეირნება (თამასი ეზოში)
  2  სთ
   1  სთ
   2.5  სთ
     1.5  სთ

   ცოდნის  გაღრმავების  მიზნით  წრიული  დიაგრამის  მონაცები  შეიძლება  გამოვსახოთ  წილადებით,  პროცენტებით 




საგნებთან   კავშირი/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:    მათემატიკა
მათ.V.11.    მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      შეკითხვების მოცემული ჩამონათვალიდან შეარჩევს და იყენებს საჭირო მონაცემთა შესაგროვებლად შესაფერის შეკითხვას/შეკითხვებს;
·      მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით (ღია, დახურული, რამდენიმე ალტერნატიული არჩევანის მომცველი) და ამ კითხვების საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
·      ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.
მათ.V.12.    მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ცალსახა შესაბამისობის მითითებული წესით ქმნის პიქტოგრამას, რომლის ერთი სიმბოლო  შეესაბამება რამდენიმე მონაცემს;
·      ქმნის მარტივ ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემისთვის (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს);

პროექტის   ხელმძღვანელი: მარიამ  კაცაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kacadzemariam@gmail.com

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: KACADZEMARIAM.BLOGSPOT.COM




Comments